სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების ტესტ-მატჩამდე ერთი დღე რჩება. ბორჯღალოსნები საფრანგეთიდან ედინბურგში გუშინ ჩავიდნენ, დღეს კაპიტნის ვარჯიში აქვთ, ხვალ, 23 ოქტომბერს, საქართველოს დროით 22:30 საათზე კი, „მარიფილდზე“ თამაში იწყება.
მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ესაა მოსამმზადებელი მატჩი „შემოდგომის ერთა თასისთვის“ და შოტლანდიურ მხარეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა:
„შოტლანდიასთან მატჩი „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მოსამზადებლად შესანიშნავი შესაძლებლობაა. დიდი მადლობა შოტლანდიის რაგბის კავშირს მასპინძლობისთვის. ჩვენ მათგან მუდამ ვგრძნობთ პატივისცემას და მხარდაჭერას“.
„ამ ტურნირში მონაწილეობა ჩვენთვის არის უდიდესი გამოცდილება და შესაძლებლობა, დროის მცირე მონაკვეთში რეგულარულად ვეთამაშოთ ისეთ ნაკრებებს, როგორებიცაა შოტლანდია, ინგლისი, უელსი და ირლანდია. ჩვენ ვაშენებთ ახალ გუნდს და ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ კონკურენტუნარიანები და ვითამაშოთ კარგი რაგბი“.
შოტლანდიასთან გასამართი მატჩისა და „შემოდგომის ერთა თასის“ მოლოდინებზე ისაუბრა შეტევის ირლანდიელმა მწვრთნელმა ნილ დოკმა, რომელიც გუნდს გასულ კვირაში, ფრანგულ შეკრებაზე შეუერთდა:
„მანდელიუში ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. ერთად უკვე 6 თვეა არ გვითამაშია და მნიშვნელოვანია, კარგად შევასრულოთ მარტივი დავალებები და ვიყოთ ცივსისხლიანები. გველის დაძაბული, საერთაშორისო მატჩები, განსაკუთრებით შოტლანდიასთან, რომელიც ცდილობს ხელდახელ, მაღალ ტემპში ითამაშოს და კარგად იყენებს ფეხს“.
„კონცენტრირებული ვართ საკუთარ თამაშზე და ვცდილობთ გამოვიყენოთ ჩვენი ძლიერი მხარეები, რაზეც შეკრების განმავლობაში ვიმუშავეთ. ვიმედოვნებთ, რომ შოტლანდია მთელი მატჩის განმავლობაში წნეხის ქვეშ გვეყოლება. ეს თამაში დაგვეხმარება შეთამაშებაში და სისტემებში მცირე ცვლილებების ათვისებაში. მნიშვნელოვანია, რომ თამაშიდან თამაშამდე გაუმჯობესება გვქონდეს“.
ბორჯღალოსანთა ფიზ.მომზადების მწვრთნელი ირაკლი ჭყონია იმედოვნებს, რომ მიუხედავად ხანგრძლივი პაუზისა, გუნდი ხარისხიან რაგბს ითამაშებს:
„როგორც მორაგბეებმა, ასევე შტაბმა, ბევრი ვიშრომეთ ამ თამაშისა და „შემოდგომის ერთა თასისთვის მოსამზადებლად“. ვიმედოვნებთ, რომ ხარისხიან რაგბს ვაჩვენებთ. უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში პირველად ვთამაშობთ, რაც პრობლემაა, თუმცა ვცდილობთ პოზიტიურები ვიყოთ“.
ბორჯღლოსნების შემადგენლობა კებებით
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
rugby.ge
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.