გიორგი ჭყოიძე: "გულშემატკივრები რუსეთთან მატჩის მოლოდინში იყვნენ"

გიორგი ჭყოიძე: "გულშემატკივრები რუსეთთან მატჩის მოლოდინში იყვნენ"

საქართველოს ნაკრების და პენზას "ლოკომოტივის" კვაჭმა გიორგი ჭყოიძემ რუსეთთან გადადებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

"ერთი მხრივ, საქართველოს ნაკრები ახლა ცოტა მეტ დასვენებას და დროს მიიღებს ახალი ტურნირის, შემოდგომის ერთა თასის (8 ერის) მატჩებისთვის მოსამზადებლად და ეს კარგია. მეორე მხრივ, მორაგბეები ვემზადებოდით ამ მატჩისთვის და ასევე ჩვენი გულშემატკივრები ამ შეხვედრის მოლოდინში იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ ასე გამოვიდა და ამის შეცვლა ვერაფრით მოხერხდება", - ციტირებს ჭყოიძის სიტყვებს Rugger.info.

როგორც იცით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა მარტში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ეს ვერ მოხერხდა. გადაწყდა, რომ მატჩი 1 ნოემბერს გაიმართებოდა, მაგრამ გუშინ "რაგბი ევროპის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გვაუწყა, რომ ბოლო ტურის თამაშები კიდევ ერთხელ გადაიდებოდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩატარდება ეს მატჩები, ან საერთოდ გაიმართება თუ არა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)