ვიქტორ გრესევი: "დასანანია, რომ საქართველოსთან მატჩი უკვე მეორედ გადაიდო"

ვიქტორ გრესევი: "დასანანია, რომ საქართველოსთან მატჩი უკვე მეორედ გადაიდო"

პენზას "ლოკომოტივის" და რუსეთის ნაკრების რვა ნომერმა ვიქტორ გრესევმა საქართველოსთან გასამართი მატჩის მეორედ გადადებაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა მარტში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ეს ვერ მოხერხდა. გადაწყდა, რომ მატჩი 1 ნოემბერს გაიმართებოდა, მაგრამ გუშინ "რაგბი ევროპის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გვაუწყა, რომ ბოლო ტურის თამაშები კიდევ ერთხელ გადაიდებოდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩატარდება ეს მატჩები, ან საერთოდ გაიმართება თუ არა.

"რაგბი ევროპის" გადაწყვეტილებით უკმაყოფილია გრესევი. რუსი მესამეხაზელის თქმით, საქართველოსთან მატჩი განსაკუთრებულია და თამაში როგორც მარტში, ასევე ახლა ძალიან სურდა. 

"საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე ძლიერი მეტოქეა. ამიტომაც, რა თქმა უნდა მათ წინააღმდეგ მატჩს ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულებით ვუდგებით. გამოდის, რომ საქართველოსთან გასამართი მატჩი უკვე მეორედ გადაიდო, რაც ძალიან დასანანია. მარტშიც მინდოდა თამაში და ახლაც. რა თქმა უნდა ძალიან განაწყენებულები ვართ. ეს სიტუაცია გარკვეულწილად უკვე მოგვაგონებს ხაბიბის და ფერგიუსონის ისტორიას, მაგრამ სად წავალთ ასეთია ამჟამინდელი რეალობა, რომელიც უნდა მივიღოთ და მოვერგოთ მათ", - ციტირებს გრესევის სიტყვებს Rugger.info.  

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრები შემოდგომაზე საერთოდ აღარ ითამაშებს. რუმინეთთან 25 ოქტომბერს გასამართი დაპირისპირება გუშინ გაუქმდა, ხოლო დღეს ცნობილი გახდა, რომ აღარც მოსკოვის ცსკასთან ჩანიშნული ტესტ-მატჩი შედგება(იხილეთ ვრცლად)

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)