სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, პარასკევს "მარიფილდზე" უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებენ.
"შესანიშნავია, რომ მორაგბეები, სანაკრებო შეკრებას დაუბრუნდნენ. ჩვენთვის მწვრთნელებისთვის ნამდვილად სასიამოვნოა, რომ იძულებითი შესვენების შემდეგ, რომელიც Covid 19-მა გამოიწვია, კვლავ მათთან ერთად გვიწევს მუშაობა.
შემოდგომის სერიებს საქართველოსთან მატჩით ვიწყებთ. ეს ტესტი გვაძლევს ნამდვილ შესაძლებლობას, რომ ვნახოთ სად არიან ამჟამად ჩვენი მორაგბეები, როგორ ფორმაში იმყოფებიან, როგორ კონდიციებში.
ეს არის პროფესიონალიზმის და შრომისმოყვარეობის დასტური, რომელიც ფრეიზერ ბრაუნმა ბოლო წლებში შოტლანდიის ნაკრებისთვის გაიღო. ის საქართველოსთან მატჩისთვის კაპიტნად ავირჩიეთ, ხოლო ვიცე-კაპიტნები ჯეიმი რიტჩი და ალი პრაისი იქნებიან, რომლებიც ბოლო რამდენიმე სეზონების განმავლობაში ლიდერებად იქცნენ.
საქართველოს ნაკრებს ჰყავს მწვრთნელთა ახალი ჯგუფი, რომლებსაც სურთ, რომ საკუთარი ხელწერა დაატყონ ამ მატჩებისას. ასე რომ, ჩვენ შევარჩიეთ რაც შეიძლება ძლიერი გუნდი ფიზიკურად ძალიან ძლიერი და მოტივირებული მეტოქის წინააღმდეგ", - განაცხადა 47 წლის სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის და საქართველოს ნაკრებების ტესტ-მატჩი 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:30 საათზე "მარიფილდზე" გაიმართება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.