შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა საქართველოს წინააღმდეგ ცნობილია

შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა საქართველოს წინააღმდეგ ცნობილია

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუსენდმა პარასკევს საქართველოსთან სათამაშოდ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.

თავიდან ცნობილი იყო, რომ ჩემპიონთა თასის და ინგლისის პრემიერშიპის ფინალების გამო მასპინძლებს სამი მთავარი ვარსკვლავი სტუარტ ჰოგი, ჯონი გრეი და ფინ რასელი ვერ დაეხმარებოდნენ, თუმცა ეს უკანასკნელი შოტლანდიელთა მარქაფაში იქნება და გუნდს მეორე ტაიმში გააძლიერებს. სხვა თვალსაზრისით "ნარშავები" საქართველოს ოპტიმალური შემადგენლობით დაუხვდებიან. 

საქართველოსთან შეხვედრაში შოტლანდიის ნაკრებში დებიუტი ექნება სამხრეთაფრიკული წარმოშობის გარემარბ დუჰან ვან დერ მერვეს, რომელმაც თავი  "ედინბურგის" შემადგენლობაში ბრწყინვალე თამაშით გამოიჩინა. გუნდს "გლაზგო უორიორსის" კვაჭი ფრეიზერ ბრაუნი უკაპიტნებს და 50-ე საიუბილეო კეპს მოიხვეჭს. 

კიდევ ერთი დებიუტანტი კი ამჯერადაც სამხრეთ აფრიკული წარმოშობის მორაგბე ოლი კებლი იქნება, შოტლანდიელთა ბურჯი მარქაფაშია და მოედანზე სავარაუდოდ მეორე ტაიმში გამოჩნდება.

შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა

1. რორი სათერლენდი
2. ფრეიზერ ბრაუნი (კაპ)
3. ზანდერ ფაგერსონი
4. ბენ ტულისი
5. სკოტ ქამინგსი
6. ჯეიმი რიჩი
7. ჰემიშ ვოტსონი
8. მეთ ფეგერსონი
9. ალი პრაისი
10. ადამ ჰესტინსი
11. დუჰან ვან დერ მერვე
12. ჯეიმს ლენგი
13. კრის ჰარისი
14. დარსი გრემი
15. ბლეარ კინგჰორნი

მარქაფა

16. სტუარტ მაკინალი
17. ოლი კებლი
18. საიმონ ბერგენი
19. რობ ჰარლი
20. ნიკ ჰეინინგი
21. კორნელ დუ პრეზი
22. ჯორჯ ჰორნი
23. ფინ რასელი

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)