სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შოტლანდიის ნაკრების 9 ნომერმა ალი პრაისმა მოახლოებულ სანაკრებო ბატალიებსა და საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"გრძელი 7 თვე გამოდგა. მორაგბეებისთვის სანაკრებო რაგბი ბრწყინვალე მოვლენაა და ძალიან კარგია, რომ ის პარასკევს ბრუნდება. ყველა მის მოლოდინში ვართ.
9 ნომრის პოზიციაზე გუნდში დიდი კონკურენციაა. 4-5 მორაგბეა რომლებსაც სურთ ძირითად შემადგენლობაში თამაში და გუნდში ყოფნა, რაც ჩვენს ნაკრებზე დადებითად აისახება.
საქართველოს ნაკრებისგან ფიზიკურ ორთაბრძოლას მოველით. ისინი ფიზიკურად დიდები არიან და შერკინებაში ძლიერი თამაშით გამოირჩევიან. მაგრამ მათ ჰყავთ აგრეთვე ახალგაზრდა ღერძი, რომელსაც თამამად თამაშის არ ეშინია და საკმაოდ ამაღელვებელია.
ჩვენთვის მთავარია საკუთარ თავზე მოვახდინოთ ფოკუსირება. საქართველოსთან არაერთხელ გვითამაშია და ვიცით მათი ძლიერი მხარეები, ისინი ფიზიკურად ძლიერი ფორვარდებით ეცდებიან ჩვენი დაცვის გარღვევას" - განაცხადა ალი პრაისმა.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის და საქართველოს ნაკრებების ტესტ-მატჩი 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:30 საათზე "მარიფილდზე" გაიმართება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.