სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

იაპონიის ნაკრები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სუპერ ტესტ-მატჩით დაბრუნდება.
როგორც იცით, პანდემიის გამო "საკურებს" 2020 წელს საერთოდ არ უთამაშიათ და იმავე მიზეზის გამო, უარი თქვეს შემოდგომის ერთა თასზე თამაში, რის შემდეგაც ისინი საქართველოს ნაკრებმა ჩაანაცვლა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ იაპონიის ნაკრები პანდემიის შემდეგ პირველ შეხვედრას 2021 წლის 26 ივნისს გამართავს და მათი მეტოქე ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები იქნებიან. "მამაცი ალუბლები" არსებობის განმავლობაში "ლომებს" პირველად შეერკინებიან. მატჩი ედინბურგში, "მარიფილდზე" გაიმართება და "ლომებისთვის" სამხრეთაფრიკულ ტურნემდე გასახურებელი ტესტ-მატჩი იქნება.
როგორც მოგეხსენებათ, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები ოთხ წელიწადში ერთხელ რიგრიგობით მართავენ ტურნეებს ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკაში და ავსტრალიაში. 2021 წლის ტურნე კი სწორედ აფრიკაში უწევთ. უკანასკნელად ლომებმა ტურნეებს მიღმა 2013 წელს "ბარბაროსების" წინააღმდეგ ითამაშეს, ხოლო იქამდე 2005 წელს არგენტინას ეთამაშნენ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.