ოფიციალურად: უოსპსი პრემიერშიპის ფინალში ითამაშებს

ოფიციალურად: უოსპსი პრემიერშიპის ფინალში ითამაშებს

გასული დღეების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა პრემიერშიპის ფინალისტ "უოსპსში" კორონავირუსის შემთხვევების მომრავლების შესახებ, რის გამოც იყო დიდი შანსი, რომ მათ ნაცვლად ფინალში "ბრისტოლს" ეთამაშა.

ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს უნდა მიეღოთ და ცოტა ხნის წინ პერმიერშიპის საიტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "უოსპსი" ფინალში ითამაშებს და კორონავირუსის ბოლო ტესტირებამ ახალი შემთხვევები აღარ გამოავლინა. 

შედეგად ფინალური მატჩი "ექსეტერ ჩიფსს" და "უოსპსს" შორის შაბათს "თვიქნემზე" გაიმართება და  ეს იქნება 2017 წლის ფინალის გამეორება, მაშინ "ექსეტერმა" მეტოქე დამატებით დროში 23:20 დაამარცხა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)