სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ირლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა - მიზეზი კორონავირუსის მკვეთრად გაზრდილი შემთხვევებია.
ზემოხსენებული გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანა მომდევნო 6 კვირის განმავლობაში შეზღუდვების უმაღლეს დონეზე გადავა. დაიკეტება გალერიები, მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები და სხვა დაწესებულებები, ხოლო რესტორნები და ბარები მხოლოდ მიტანის სერვისით განაგრძობენ მუშაობას. ასევე 75%-ით შემცირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა და მოსახლეობას უფლება ექნება, რომ სახლიდან მხოლოდ ხუთი კილომეტრის მანძილზე გადაადგილდეს.
ასეთი მკაცრი შეზღუდვების ფონზე, საფრთხე შეექმნა სპორტულ ღონისძიებებსაც, მათ შორის რაღა თქმა უნდა 6 ერის და შემოდგომის ერთა თასის (8 ერის) მატჩების ჩატარებას, მაგრამ ირლანდიის ხელისუფლებამ მალევე გამოაცხადა, რომ ზემოხსენებული შეზღუდვები ელიტურ სპორტს არ შეეხება და მატჩები ჩვეულებრივ გაიმართება.
შესაბამისად, ირლანდია "ავივა სთედიუმზე" იტალიას დაგეგმილისამებრ 24 ოქტომბერს უმასპინძლებს და 8 ერის მატჩებსაც შინ გამართავს. როგორც მოგეხსენებათ, "სამყურები" 29 ნოემბერს დუბლინში საქართველოს ნაკრებს დაუხვდებიან.
ირლანდიის გარდა, საკარანტინო შეზღუდვები გაამკაცრა უელსის ხელისუფლებამაც, რომელიც 8 ერში საქართველოს კიდევ ერთი მეტოქეა. უელსში ახალი შეზღუდვები პარასკევს საღამოს 6 საათიდან ამოქმედდება და ძალაში მინიმუმ 17 დღის განმავლობაში, 9 ნოემბრამდე იქნება, თუმცა სარაგბო მატჩების ჩატარებას საფრთხე არც იქ ემუქრება და "დრაკონები" 6 ერის ბოლო ტურის მატჩს 31 ოქტომბერს შინ გამართავენ. შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრები საქართველოს 21 ნოემბერს "პარკ სკარლეტსზე" უმასპინძლებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.