რუსეთის ნაკრები თვითიზოლაციაში გადავიდა - დათვების შეკრება გაუქმდა

რუსეთის ნაკრები თვითიზოლაციაში გადავიდა - დათვების შეკრება გაუქმდა

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ნაკრების მიერ ჩანიშნული ორი მატჩი აღარ ჩატარდებოდა - 25 ოქტომბერს რუმინეთთან დაგეგმილი საშინაო მატჩის იმის გამო გაუქმდა, რომ რუმინელთა რიგებში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, ხოლო 1 ნოემბერს საქართველოსთან თბილისში გასამართი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი "რაგბი ევროპის" გადაწყვეტილებით გადაიდო.

ამის შემდეგ დაანონსდა, რომ რუსეთის ნაკრები 25 ოქტომბერს "ლუჟნიკებზე" მოსკოვის ცსკას ეთამაშებოდა, მაგრამ რამდენიმე საათში სოციალურ ქსელებში განთავსებული ეს პოსტიც წაიშალა, რისი მიზეზიც დღეს გაირკვა. 

რუსეთის რაგბის კავშირის ცნობით, 25 ოქტომბერს ჩანიშნული მატჩი, რომელშიც რუსეთის ნაკრებს და მოსკოვის ცსკას უნდა ეთამაშათ, აღარ შედგება. როგორც განცხადებაში წერია, მიზეზი დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარება და კორონავირუსის ტესტების მრავალი საეჭვო შედეგია. შედეგად, თურქეთის ქალაქ ბელეკში მყოფი რუსეთის ნაკრების ყველა სავარჯიშო ღონისძიება გაუქმებულია და მთელი გუნდი, როგორც მოთამაშეები, ასევე სამწვრთნელო შტაბი, თვითიზოლაციაში გადავა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)