სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

როგორც იცით, დღეს საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე ოფიციალურად შეუერთდა "ბაიონს".
კონსტანტინე მიქაუტაძის ტრანსფერის დადასტურების შემდეგ, "ბაიონის" მთავარმა მწვრთნელმა იანიკ ბრუმ პირველი კომენტარი გააკეთა. ის მოხარულია "ბორჯღალოსანი" მორკინალის დამატების და ფიქრობს, რომ მიქაუტაძე ბასკურ კლუბს სარგებელს მოუტანს.
"მიქაუტაძე არის დიდი გამოცდილების მქონე მორაგბე, რომელმაც "ტულონში" ბევრი ტიტული მოიგო, შემდეგ კი "მონპელიეში" სათამაშოდ გადავიდა. ის არის ძლიერი მეორეხაზელი, ძლიერი მიმწოლი, რომელიც ჩვენს შერკინებას ძალას, სიმტკიცეს და გამოცდილებას შემატებს. ამჟამად გუნდში ბევრი ტრავმირებული მორაგბე გვყავს და ასეთი ტიპის მოთამაშეები განსაკუთრებით გვჭირდება. ვიმედოვნებთ, რომ კოტე კარგი მაგალითი იქნება ჩვენი ახალგაზრდა მორაგბეებისთვის", - განაცხადა ბრუმ.
ქართველი მორკინალი ბასკურ კლუბს სამედიცინო ჯოკრის სტატუსით, სამი თვით შეუერთდა. ის ტრავმირებულ ასიერ უსარაგას შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე 2011-2016 წლებში "ტულონის" ღირსებას იცავდა და 55 მატჩში 2 ლელოს გატანა მოახერხა, შემდეგ კი "მონპელიეს" შეუერთდა, რომლის წევრიც ივნისის ბოლომდე გახლდათ. მან ოთხი არასრული სეზონის განმავლობაში "მონპელიეს" რიგებში 63 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელო დადო, ხოლო საქართველოს ნაკრების კვართით 64-ჯერ უთამაშია. 
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.