კონსტანტინე მიქაუტაძე: "ახალი კლუბის მაისურით თამაშს მოუთმენლად ველი"

კონსტანტინე მიქაუტაძე: "ახალი კლუბის მაისურით თამაშს მოუთმენლად ველი"

როგორც იცით, დღეს საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე ოფიციალურად შეუერთდა "ბაიონს".

ქართველი მორკინალი ბასკურ კლუბს სამედიცინო ჯოკრის სტატუსით, სამი თვით შეუერთდა. ის ტრავმირებულ ასიერ უსარაგას შეცვლის.

29 წლის მორკინალმა ახალ კლუბში გადასვლის შემდგომ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "ბაიონში" გადასვლით მოხარულია.

"ბედნიერი ვარ, რომ "ბაიონს" შევუერთდი. გასული წელი ჩემთვის რთული გამოდგა, რადგან მძიმე ტრავმა მივიღე და მოხარული ვარ, რომ ტოპ 14-ში ახალი კლუბი მოვნახე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი გამოცდილებით "ბაიონს" სარგებელი მოვუტანო. ეს არის ლამაზი რეგიონი და ლამაზი კლუბი, დიდებული ისტორიით და ვნებიანი გულშემატკივრებით. ამ მხრივ ნაცნობ შეგრძნებებს ვაწყდები, როგორსაც "ტულონში" ყოფნისას ვაწყდებოდი. ახალი კლუბის მაისურით თამაშს მოუთმენლად ველი", - განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე 2011-2016 წლებში "ტულონის" ღირსებას იცავდა და 55 მატჩში 2 ლელოს გატანა მოახერხა, შემდეგ კი "მონპელიეს" შეუერთდა, რომლის წევრიც ივნისის ბოლომდე გახლდათ. მან ოთხი არასრული სეზონის განმავლობაში "მონპელიეს" რიგებში 63 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელო დადო, ხოლო საქართველოს ნაკრების კვართით 64-ჯერ უთამაშია.  


 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)