ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძე ბაიონის მორაგბეა

ოფიციალურად: კონსტანტინე მიქაუტაძე ბაიონის მორაგბეა

ბოლო პერიოდში არაერთხელ გაუწყეთ, რომ კონსტანტინე მიქაუტაძის "ბაიონში" გადასვლა გადაწყვეტილი ამბავი გახლდათ. ამჯერად კი გეტყვით, რომ აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

"ბაიონის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ბასკურ კლუბს სამედიცინო ჯოკრის სტატუსით, სამი თვით შეუერთდა. ის ტრავმირებულ ასიერ უსარაგას შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე 2011-2016 წლებში "ტულონის" ღირსებას იცავდა და 55 მატჩში 2 ლელოს გატანა მოახერხა, შემდეგ კი "მონპელიეს" შეუერთდა, რომლის წევრიც ივნისის ბოლომდე გახლდათ. მან ოთხი არასრული სეზონის განმავლობაში "მონპელიეს" რიგებში 63 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელო დადო, ხოლო საქართველოს ნაკრების კვართით 64-ჯერ უთამაშია.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)