ოლ ბლექსმა ავსტრალიაში გასამართი 3 ერისთვის განაცხადი გამოაქვეყნა

ოლ ბლექსმა ავსტრალიაში გასამართი 3 ერისთვის განაცხადი გამოაქვეყნა

ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იან ფოსტერმა ავსტრალიაში გასამართი 2020 წლის 3 ერისთვის განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც 36 მორაგბე ფიგურირებს.

"ოლ ბლექსს" შეუერთდნენ "ოტაგოს" ბურჯი ჯორჯ ბოუერი და "ველინგტონის" კაპიტანი, მესამეხაზელი დუ'პლესის კირიფი.

ახალზელანდიელთა განაცხადი 3 ერისთვის ასე გამოიყურება:

შერკინება

კვაჭები:
ასაფო აუმუა, დენ კოულსი, კოდი ტეილორი;

ბურჯები: ჯორჯ ბოუერი, ალექს ჰოჯმენი, ნეპო ლაულალა, ტაილერ ლომაქსი, კარლ ტუ'იუნუკუაფე, ჯო მუდი, ოფა ტუუნგაფასი;

მეორე ხაზი: სკოტ ბარეტი, მიტჩელ დანშეა, პატრიკ ტუიპულოტუ, ტუპო ვაა'ი, სამუელ ვაითლოქი;

მესამე ხაზი: ქალენ გრეისი, შენონ ფრიზელი, სემ კეინი, აკირა იოანი, არდი სავეა, დუ'პლესის კირიფი, დალტონ პაპალიი, ჰოსკინს სოტუტუ;

უკანა ხაზი

ჰავბექები:
აარონ სმიტი, ტიჯეი პერენარა, ბრედ ვებერი;

მგეზავები: ბოდენ ბარეტი, რიჩი მო'უნგა;

შუამარბები: ჯეკ გუდჰიუ, რიკო იოანი, ნგანი ლაუმაპე, ენტონ ლინერტ-ბრაუნი, პიტერ უმაგა-იენსენი;

ფრთები: ქალებ კლარკი, სევუ რისი, უილ ჯორდანი;

ფულბექები: დამიან მაკქენზი, ჯორდი ბარეტი.

ახალზელანდიელთა კალენდარი 3 ერში:

31 ოქტომბერი: ავსტრალია v ახალი ზელანდია (ANZ სთედიუმი, სიდნეი)
7 ნოემბერი: ავსტრალია v ახალი ზელანდია (სანკორპ სთედიუმი, ბრიზბენი)
14 ნოემბერი: ახალი ზელანდია v არგენტინა (ბანკვესთ სთედიუმი, სიდნეი)
28 ნოემბერი: არგენტინა v ახალი ზელანდია (მაკდონალდ ჯონს სთედიუმი, ნიუკასლი)

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)