სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

იტალიური რაგბის ლეგენდამ მარტინ კასტროჯოვანიმ ირლანდიურ The42.ie-სთან საუბარში ყბადაღებულ თემას შეეხო - საქართველოს მიერ იტალიის შესაძლო ჩანაცვლებას 6 ერში, რაზეც ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად საუბრობს უცხოელი გულშემატკივარი. კასტროჯოვანის აზრით, ეს იაფფასიანი საუბრებია.
როგორც ირლანდიური გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს ნოემბერში საუკეთესო შანსი ექნება, რომ სარაგბო სამყაროს დაუმტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. "ბოჯღალოსნები" შემოდგომის ერთა თასზე (8 ერში) ინგლისის, უელსის და ირლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან, ხოლო პლეი-ოფში დიდი შანსია, რომ იტალიის ნაკრებთან მოუწიოთ თამაში.
მარტინ კასტროჯოვანი ფიქრობს, რომ საქართველომ ტურნირზე თავის წარმოჩენა კარგადაც თუ მოახერხა, მხოლოდ ეს 6 ერში მოსახვედრად საკმარისი არ იქნება. ის აღნიშნავს, რომ თუ შედეგები და თამაშის ხარისხი იქნებოდა ერთადერთი გადამწყვეტი ფაქტორი საქართველოს 6 ერში მიღებასთან დაკავშირებით, მაშინ შესაძლოა, თბილისი უკვე ყოფილიყო ტურნირის დანიშნულების ადგილი.
"ხალხი საუბრობს, რადგან ის უფასოა. თუ სისულელეების თქმაზე გადასახადს დავაწესებთ, ისინი აღარ იტყვიან ამდენ სისულელეს", - უპასუხა ლეგენდარულმა ბურჯმა კითხვაზე, აღიზიანებს თუ არა მუდმივი სპეკულაცია იტალიის 6 ერში მონაწილეობაზე.
"ირლანდია, ინგლისი... არმგონია, რომ მათ საქართველოს დამატება სურდეთ. საქართველოში წასვლა არავის სურს. მათ მოსწონს იტალიაში ჩამოსვლა, რადგან აქ რომია."
მარტინ კასტროჯოვანის 2002-2016 წლებში იტალიის ნაკრების კვართით 119-ჯერ უთამაშია და 12 ლელოს გატანა მოახერხა. მასზე მეტი კეპი მხოლოდ სერჯო პარისეს აქვს მოხვეჭილი.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 6 ერში 2000 წელს მიიღეს. მას შემდეგ "აძურიმ" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 103 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ 12 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 100-ჯერ დამარცხდა. მათ საუკეთესო შედეგები 2007 და 2013 წლებში აჩვენეს, როდესაც ორ-ორი მატჩი მოიგეს და მეოთხე ადგილი დაიკავა. უდიდესი ალბათობით იტალიელები წელსაც ბოლო ადგილზე გავლენ და შესაბამისად, "ხის კოვზს" მეთხუთმეტედ მოიპოვებენ. იტალიელებს 2015 წლის შემდეგ 6 ერში ყველა მატჩი წაგებული აქვთ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.