მიხეილ ნარიაშვილი ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურში ზედიზედ მეორედ მოხვდა

მიხეილ ნარიაშვილი ტოპ 14-ის ტურის სიმბოლურში ზედიზედ მეორედ მოხვდა

გასულ ორშაბათს გაუწყდეთ, რომ საქართველოს ნაკრების მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი "ეკიპის" ვერსიით ტოპ 14-ის მეოთხე ტურის სიმბოლურში მოხვდა. 

"ეკიპს" ჯერჯერობით მეხუთე ტურის სიმბოლური ჯერ არ გამოუქვეყნებია, სამაგიეროდ ცნობილია "მიდი ოლიმპიკის" და "რაგბირამას" კვირის რჩეული გუნდი და მიხეილ ნარიაშვილი ორივე მათგანში ფიგურირებს. ამრიგად, "ბორჯღალოსანი" მარცხენა ბურჯი სხვადასხვა ფრანგული გამოცემების ტურის სიმბოლურში ზედიზედ მეორე კვირაა ფიგურირებს.

ნარიაშვილმა "აჟენთან" მოგებულ (42:13) მატჩში 71 წუთი ითამაშა. "ქართველმა ბურჯმა "აჟენთან" მატჩში თავის წარმოჩენა კარგად  შეძლო", - აღნიშნა ზემოხსენებულმა გამოცემამ.

შეგახსენებთ, რომ "მონპელიემ" ერთი ტური კორონავირუსის გამო გამოტოვა. "აჟენთან" მატჩში მათ მიმდინარე ტოპ 14-ში პირველად იმარჯვეს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)