ქართველების ბიარიცში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა - კოლომიესთან მატჩი გადაიდო

ქართველების ბიარიცში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა - კოლომიესთან მატჩი გადაიდო

საფრანგეთის ნაციონალური რაგბის ლიგის გადაწყვეტილებით, პრო დ2-ის მეშვიდე ტურის ერთი მატჩი გადაიდო.

საუბარია "ბიარიცი" - "კოლომიეს" შეხვედრაზე, რომელიც ხუთშაბათს 22 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიზეზი "ბიარიცში" გამოვლენილი კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა გახლავთ. უცნობია დაინფიცირებულების ვინაობა და ზუსტი რაოდენობა.

ცნობისთვის, "ბიარიცს" გასულ ტურშიც არ უთამაშია, რადგან მაშინ Covid 19-ის შემთხვევები მისი მეტოქის "ოიონას" ბანაკში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ "ბიარიცის" რიგებში ხუთი ქართველი მორაგბე ასპეზობს: ლუკა აზარიაშვილი, უჩა ჭეიშვილი, გიორგი ნუცუბიძე, ვახტანგ ახობაძე და თორნიკე ჯალაღონია. აზარიაშვილი და ჯალაღონია შოტლანდიასთან და რუსეთთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში არიან გამოძახებულნი. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)