არგენტინა XV-მა ჩილე 86-ე წუთზე გატანილი ჯარიმით დაამარცხა (+VIDEO)

არგენტინა XV-მა ჩილე 86-ე წუთზე გატანილი ჯარიმით დაამარცხა (+VIDEO)

გუშინ მონტევიდეოში 2020 წლის 4 ერი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას არგენტინა XV, ურუგვაი, ჩილე და ბრაზილია იღებენ. ტურნირის გახსნით მატჩში ერთმანეთს არგენტინა XV და ჩილე დაუპირისპირდნენ. 

არგენტინელებმა საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ითამაშეს და მოსალოდნელი იყო, რომ მარტივად მოიგებდა, მაგრამ ჩილელებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში აშკარა პროგრესს განიცდიან, "პუმების" მეორე, მაგრამ ძლიერ გუნდს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ისინი მარცხისგან გაწითლებული დროის მეექვსე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ტეო კასტილიონიმ გატანილი ჯარიმით იხსნა. 

ჩილელებმა ტაიმი 18:12 მოიგეს. გუნდებმა ორ-ორი ლელო დადეს, რომელთაგან ერთი გარდასახეს, რასაც "კონდორებმა" ორი ჯარიმაც შემატეს. მეორე ნახევარში ჩილემ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და 80 წუთის ამოწურვის შემდეგ ორი ქულით იგებდა, მაგრამ 86-ე წუთზე ჯარიმა გაუშვეს და ძალიან დასანანი მარცხი განიცადეს - 24:25.

მომდევნო ტურის მატჩები 22 ოქტომბერს გაიმართება: არგენტინა XV ბრაზილიას ეთამაშება და ეს მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება, ხოლო ურუგვაის და ჩილეს დაპირისპირება 02:45 საათზე დაიწყება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)