სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© არჩილ გეგენავა
დიდი 10-ის მეორე ტურის დასკვნით მატჩში ქუთაისის "არესი" შინ გორის "ჯიქს" დაუხვდა და გამარჯვება გაწითლებული დროის მეოთხე წუთზე გაუშვა ხელიდან.
მასპინძლები ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. ტაიმი ბონდო აბაშიძის ორი ჯარიმით 6:0 მოიგეს, მეორე ტაიმის საწყის მონაკვეთში კი ზურაბ ერისთავის და გიორგი ტორაძის ლელოებით სოლიდური უპიარატესობა მოიპოვეს - მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე 17-ქულიანი სხვაობით იგებდნენ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 62-ე წუთზე "არესს" რევაზ არჩვაძე გაუსინბინეს, რიცხობრივი უპირატესობა "ჯიქმა" მალევე გამოიყენა და გიორგი ჭურაძემ ლელო დადო, რომელიც საბა ნიკოლავამ გარდასახა. 76-ე წუთზე ნიკოლავამ ჯარიმა გაიტანა და სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირა, ხოლო გაწითლებულ დროში, როდესაც მასპინძლები გიგა კობახიძის გასინბინების გამო კვლავ 14 კაცით იყვნენ, ირაკლი პურიჭამიაშვილმა 84-ე წუთზე ბურთი ლელოში შეიტანა, ნიკოლავამ კი რთული გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 20:20. მატჩის საუკეთესო მორაგბედ "ჯიქის" რვა ნომერი გიორგი ჭურაძე დასახელდა.
ამრიგად, დიდი 10-ის დებიუტანტმა მეორე მოგების შესანიშნავი შანსი გაანიაავა, ხოლო "ჯიქმა" პირველი ქულები მოიპოვა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.