სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© მარიამ გაგნიძე
დიდი 10-ის მეორე ტურში პატარძეულის "ვეფხვები" თელავში თბილისის "აკადემიას" დაუხვდა და დიდი სხვაობით 13:50 დამარცხდა.
არადა მატჩის დასაწყისი ამგვარ სცენარს ნამდვილად არ მოასწავებდა: მეხუთე წუთისთვის ნიკა ბეჟუაშვილის ლელოთი, გარდასახვით და ჯარიმით "ვეფხვები" 10:0 იგებდნენ, მაგრამ ამის შემდეგ "აკადემიამ" ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს შვიდი უპასუხო ლელო გაუტანა. ნამდვილი ბენეფისი მოიწყო სტუმართა ფულბექმა საბა ილურიძემ, რომელმაც მეტოქეს სამი ლელო გაუტანა და პლუს ორი გარდასახვა შეასრულა ზუსტად. თითო ლელო კი მამუკა მსტოიანის, იოანე ხელაიას, თორნიკე ზოიძის და სანდრო მარგიანის ანგარიშზეა.
"ვეფხვების" აქილევსის ქუსლი კვლავ შერკინებაში თამაში იყო, სადაც ლევან ობოლაძის შეგირდებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ და პატარძეულელებს საკუთარი შერკინებიდან ბურთის გამოტანაც კი უჭირდათ. აშკარაა, რომ "ვეფხვებს" ამ კომპონენტზე ბევრი სამუშაო აქვთ, თორემ მომავალში ძალიან გაუჭირდებათ.
მატჩის საუკეთესო მორაგბედ "აკადემიის" მეორეხაზელი ვანო ბერიკაშვილი დასახელდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.