გიგაშვილი ტიტულის გარეშე დარჩა - ბრისტოლი ჩელენჯ თასის გამარჯვებულია (+VIDEO)

გიგაშვილი ტიტულის გარეშე დარჩა - ბრისტოლი ჩელენჯ თასის გამარჯვებულია (+VIDEO)

ჩელენჯ თასის 2019/2020 წლების სეზონის ფინალი "სტად მორის-დევიდზე" გაიმართა, სადაც ერთმანეთს "ბრისტოლი" და "ტულონი" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ინგლისელთათვის ბრწყინვალედ დაიწყო და მატჩის მე-15 წამზე ჰარი რენდელმა ლელოს გატანა მოახერხა. კალუმ შიდიმ კი გარდასახვა, ორ წუთში კი ჯარიმა გაიტანა და მე-3 წუთისთვის 10 ქულით იყვნენ წინ. "ტულონმა" თამაშის გათანაბრება მალევე მოახერხა. მე-10 წუთზე ლელო ბრაის ჰიმიმ დადო, რომელიც ლუი კარბონელმა გარდასახა, ხოლო მე-20 წუთზე ჯარიმა შეასრულა ზუსტად. ტაიმის ბოლოს კარბონელმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და ფრანგები შესვენებაზე 6 ქულით გავიდნენ წინ.

მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდებმა თითო ჯარიმა შეასრულეს ზუსტად, 55-ე წუთის შემდეგ კი, ქულების მოპოვება მხოლოდ "ბრისტოლმა" მოახერხა. შიდიმ კიდევ ოთხი ჯარიმა გაიტანა, ხოლო მაქს მალინსმა ჩინებური ინდივიდუალური ლელო დადო. პარტრის კოლასოს გუნდმა მეტოქეს ვეღარაფერი შესთავაზა და 19:32 დამარცხდა.

"ტულონის" ძირითად შემადგენლობაში გახლდათ ბექა გიგაშვილი, რომელმაც 58 წუთი მაღალ დონეზე ითამაშა, შემდეგ კი ადგილი ემერიკ სეტიანოს დაუთმო. ბექა საიმედო გახლდათ შერკინებაში და დინამიკაშიც კარგი იყო. როდესაც გიგაშვილი მოედნიდან გავიდა, ანგარიში 19:19 იყო. სეტიანო კი სუსტად ჩაერთო და ორჯერ დაჯარიმდა, რაც "ტულონს" 6 გაშვებულ ქულად დაუჯდა. ბოლოს სეტიანომ ტრავმა მიიღო და ბექა 77-ე წუთზე მინდორზე დაბრუნდა, როდესაც შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო.

"ბრისტოლმა" ჩელენჯ თასის მოგება პირველად მოახერხა.


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)