სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დღეს მოსკოვის "დინამოს" საფეხბურთო სტადიონზე "ვითიბი არენაზე" რუსეთის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "ენისეი" - "კრასნი იარი" დაუპისპირდნენ.
გუნდებმა ერთმანეთს თითო ლელო დაუდეს: "კრასნი იარის" რიგებიდან ლელო მე-19 წუთზე კონსტანტინ კრივონოსოვმა დადო, ხოლო "ენისეის" მხრიდან 35-ე წუთზე მშვენიერი ინდივიდუალური ლელო გაიტანა დიმიტრი გერასიმოვმა, რომელიც სამმა მოწინააღმდეგემ ვერ შეაჩერა. დარმტყმელებში კი, რამილ გაისინმა იური კუშნარიოვს აჯობა, რაც გადამწყვეტი გამოდგა. გაისინმა გარდასახვა და ოთხი ჯარიმა გაიტანა, რითაც 14 ქულას მოუყარა თავი, ხოლო კუშნარიოვმა ორი ჯარიმა გაიტანა, თითო გარდასახვა და ჯარიმა კი არაზუსტად შეასრულა. "კრასნი იარს" ლელოს გატანის რამდენიმე ძალიან რეალური შანსი ჰქონდა: მეორეხაზელმა ილინმა ლელოში შეაღწია, მაგრამ დამიწებისას ბურთი გაუვარდა და ლამაზი შეტევა უშედეგოდ დასრულდა. იყო სხვა შანსებიც, მაგრამ ვერც ისინი გამოიყენეს. "ენისეიმ" 19:11 იმარჯვა.
"ენისეის" ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა მიხეილ გაჩეჩილაძემ, რომელმაც ბევრი იშრომა და ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. არ უთამაშია დავით მესხს, რომელმაც აგვისტოს მიწურულს მიღებული ტრავმის მორჩენა ვერ მოასწრო. "ენისეის" ბოლოს რუსეთის თასი მოგებული 2017 წელს ჰქონდა. მათ წინა ორი ფინალი სწორედ "კრასნი იართან" ჰქონდათ წაგებული.
"კრასნი იარის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ კვაჭი რობერტ სუთიძე, მესამეხაზელი ნიკო აფციაური და შუამარბი გიორგი ფრუიძე. განსაკუთრებით კარგად ითამაშა აფციაურმა, რომელმაც რვა ნომრის პოზიციაზე იასპარეზა და საკუთარი გუნდის რიგებიდან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.