ლობჟანიძე კვლავ ბრივის ძირითადშია, ჯაფარიძე და ალხაზაშვილი - თადარიგში

ლობჟანიძე კვლავ ბრივის ძირითადშია, ჯაფარიძე და ალხაზაშვილი - თადარიგში

ტოპ 14-ის მეხუთე ტურში "ბრივი" საკუთარ მოედანზე საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს "ტულუზს" დაუხვდება.

მასპინძელი გუნდის სამატჩო განაცხადში სამი ქართველი მორაგბეა: კვლავ ძირითად შემადგენლობაშია ჰავბექი ვასილ ლობჟანიძე, ხოლო მარქაფაში არიან კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი და მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე. "ბრივმა" მიმდინარე ტოპ 14-ში სამი შეხვედრა ჩაატარა და ლობჟანიძე სამივე შემთხვევაში ძირითადში გახლდათ, ალხაზაშვილი სამივე მატჩში მეორე ტაიმში გამოჩნდა, ხოლო ჯაფარიძემ გასულ ტურში ითამაშა შეცვლიდან.

ზემოხსენებული შეხვედრა შაბათს თბილისის დროით 17:35 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)