სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რამდენიმე წუთის წინ "სანზაარმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ წლევანდელ რაგბი ჩემპიონშიპში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა ვერ ითამაშებს. შესაბამისად, 2020 წლის სანაკრებო მატჩები ისე ჩაივლის, რომ "სპრინგბოკსს" მინდორზე საერთოდ ვერ ვიხილავთ.
იმის შესახებ, რომ აფრიკელები წლევანდელ 4 ერში ვერ ითამაშებდნენ, ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა, დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული რამდენიმე მიზეზის გამო (სამგზავრო შეზღუდვები, მოთამაშეთა კეთილდღეობა და უსაფრთხოება) მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ავსტრალიაში ვერ გაემგზავრება.
აქედან გამომდინარე, ეს ტურნირი დროებით თავდაპირველი 3 ერის ფორმატს დაუბრუნდება, როგორითაც 2012 წლამდე არგენტინის დამატებამდე ტარდებოდა.
გუნდებს ჯამში ოთხ-ოთხი მატჩის ჩატარება მოუწევთ. ისინი ორ-ორ შეხვედრას გამართავენ სიდნეიში, ბრიზბენში და ნიუკასლში.
2020 წლის 3 ერის კალენდარი ასე გამოიყურება:
31 ოქტომბერი: ავსტრალია v ახალი ზელანდია (ANZ სთედიუმი, სიდნეი)
7 ნოემბერი: ავსტრალია v ახალი ზელანდია (სანკორპ სთედიუმი, ბრიზბენი)
14 ნოემბერი: ახალი ზელანდია v არგენტინა (ბანკვესთ სთედიუმი, სიდნეი)
21 ნოემბერი: არგენტინა v ავსტრალია (მაკდონალდ ჯონს სთედიუმი, ნიუკასლი)
28 ნოემბერი: არგენტინა v ახალი ზელანდია (მაკდონალდ ჯონს სთედიუმი, ნიუკასლი)
5 დეკემბერი: ავსტრალია v არგენტინა (ბანკვესთ სთედიუმი, სიდნეი)
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.