რუსეთის ნაკრები საქართველოსთან შეხვედრამდე გასახურებელ ტესტ-მატჩს გამართავს

რუსეთის ნაკრები საქართველოსთან შეხვედრამდე გასახურებელ ტესტ-მატჩს გამართავს

როგორც იცით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები, რომელიც კორონავირუსის გამო მარტში ვერ ჩატარდა, ნოემბერში გაიმართება.

1 ნოემბერს საქართველოს ნაკრები "მიხეილ მესხზე" რუსეთს უმასპინძლებს, ამ მატჩის დასრულებისთანავე კი რუმინეთის ნაკრები განახლებულ "სტადიონულ  არკულ დე ტრიუმფზე" ბელგიას დაუხვდება და დღის ბოლოს გათამაშების ბოლო ადგილოსნის ვინაობაც გვეცოდინება, ხოლო 15 ნოემბერს ესპანეთი მადრიდში პორტუგალიას დაუხვდება და მეორე ადგილოსანს გამოავლენენ. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ რაგბი ევროპის მატჩებამდე რუსეთის და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთის წინააღმდეგ გასახურებელ ტესტ-მატჩს გამართავენ. მატჩი 25 ოქტომბერს მოსკოვის "დინამოს" საფეხბურთო სტადიონზე "ვითიბი არენაზე" გაიმართება, რომელიც 26319 გულშემატკივარს იტევს. 16 ოქტომბერს  იმავე სტადიონზე რუსეთის თასის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს კრასნოიარსკული გუნდები "ენისეი" და "კრასნი იარი" შეერკინებიან.

შეგახსენებთ, რომ ეს ნაკრებები 2020 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და რუსეთმა შინ 32:25 იმარჯვა. სულ კი ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ 22-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 15-ჯერ რუმინეთმა იმარჯვა, 6-ჯერ რუსეთმა, ხოლო 1 მატჩი ფრედ დასრულდა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)