სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

16 ოქტომბერს რუსეთის თასის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ორი კრასნოიარსკული კლუბი "ენისეი" და "კრასნი იარი" დაუპირისპირდებიან.
ცნობილია ორივე გუნდის შემადგენლობა. "ენისეის" შესახებ უკვე გაუწყეთ, ახლა კი "კრასნი იარზე" გეტყვით, რომლის ძირითად შემადგენლობაში სამი ქართველი მორაგბე იქნება: კვაჭი რობერტ სუთიძე, რვა ნომერი ნიკო აფციაური და "ბორჯღალოსანი" შუამარბი გიორგი ფრუიძე.
ცნობისთვისთვის, სუთიძეს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და გამოკითხვაში, რომელშიც 2020 წლის რუსეთის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეს ასახელებდნენ, მესამე ადგილი დაიკავა.
"ენისეი" - "კრასნი იარის" ფინალური დაპირისპირება 16 ოქტომბერს თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. მატჩი მოსკოვის "დინამოს" საფეხბურთო სტადიონზე "ვითიბი არენაზე" გაიმართება, რომელიც 26319 გულშემატკივარს იტევს. 
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.