სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრების მარჯვენა ბურჯი ლევან ჩილაჩავა მიმდინარე სეზონის ბოლოს "მონპელიეს" დატოვებს - წერს ფრანგული პრესა.
ლევან ჩილაჩავა, რომელმაც შვიდი სეზონი "ტულონში" გაატარა, "მონპელიეს" 2018 წელს შეუერთდა და მასთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება.
ამავე ინფორმაციით, 29 წლის პირველხაზელს უგუნდოდ დარჩენა არ ემუქრება, რადგან მან "კასტრის" მენეჯერებთან, რომლებიც ახალ მარჯვენა ბურჯს ეძებდნენ, შეთანხმებას მიაღწია. 2021 წლის ივნისში "კასტრის" ორ ბურჯს მეთ ტერნის და დანიელ კოცზეს კონტრაქტები ეწურებათ. შესაბამისად, კლუბის მენეჯერები ახალ მარჯვენა ბურჯს ეძებნენ და 2021/2022 წლების სეზონისთვის ჩილაჩავას დამატება თითქმის გაინაღდეს.
თუ ეს ტრანსფერი შედგა, ჩილაჩავა ტოპ 14-ის მესამე გუნდის მაისურს მოირგებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.