მიხეილ გაჩეჩილაძემ ტრავმა მოიშუშა და ენისეის ფინალში დაეხმარება

მიხეილ გაჩეჩილაძემ ტრავმა მოიშუშა და ენისეის ფინალში დაეხმარება

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა მიხეილ გაჩეჩილაძემ ტრავმა მოიშუშა და "ენისეის" რუსეთის თასის ფინალში დაეხმარება, რომელშიც 16 ოქტომბერს კრასნოიარსკულ დერბიში "კრასნი იარს" შეერკინება.

გაჩეჩილაძე "ენისეის" ძირითად შემადგენლობაში მარბიელის პოზიციაზე იმყოფება. მან ტრავმა აგვისტოს ბოლოს, რუსეთის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში მიიღო. კრასნოიარსკელთა მეორე ქართველი, ფრთა დავით მესხი კვლავ ტრავმირებულია.

"ენისეი" - "კრასნი იარის" ფინალური დაპირისპირება 16 ოქტომბერს თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. მატჩი მოსკოვის "დინამოს" საფეხბურთო სტადიონზე "ვითიბი არენაზე" გაიმართება, რომელიც 26319 გულშემატკივარს იტევს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)