სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ახალზელანდიური მედიის ინფორმაციით, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა წლევანდელი 4 ერის გათამაშებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
The New Zeland Herald-ის ინფორმაციით ავსტრალიური და ახალზელანდიური მხარე წლევანდელი ტურნირიდან სამხრეთ აფრიკის ჩახსნის თაობაზე განცხადებას პარასკევს გააკეთებს. შედეგად დაგეგმილი 12 კვირის ნაცვლად 4 ერის გათამაშება 6 კვირის მანძილზე გაიმართება და ტურებს შორის დასვენებაც აღარ იქნება საჭირო.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკაში რაგბის სულ ცოტახანია რაც განახლდა და გაურკვეველი იყო რამდენად შეძლებდა შარშანდელი ჩემპიონი ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას, რადგან ტურნირისთვის მოსამზადებლად და ფორმაში ჩასადგომად საკმარისი დრო არ ჰქონიათ. აქედან გამომდინარე "სანზაარმა" ცოტა ხნის წინ "სპრინგბოკსს" გადაწყვეტილების მისაღებად დამატებით 48 საათი მისცა და როგორც ჩანს აფრიკელებმა აღარ გარისკეს და ავსტრალიაში გამგზავრებას სახლში დარჩენა ამჯობინეს.
ზემოთ ნახსენები პრობლემების გარდა უნდა ითქვას, რომ აფრიკელებს დიდი საკადრო პრობლემები აქვთ. ტრავმირებული არიან მეორეხაზელები ლუდ დე იახერი და არხი სნეიმანი, ხოლო ებენ ეტზებეთმა სულ ახლახანს მოახერხა გამოჯანმრთელება. გარდა ამისა "სპრინგბოკსისთვის" უდიდესი დანაკლისია ანდრე პოლარდის არყოფნა, რომელმაც "მონპელიეში" თამაშისას მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.