მიხეილ ალანია საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს

მიხეილ ალანია საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს

გასულ უქმეებზე ფრანგული პრო დ2-ის მეოთხე ტურში "ორიაკი" გასვლაზე "მონტობანს" დაუპირისპირდა და 20:11 იმარჯვა.

"ორიაკის" რიგებში შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ცხრა ნომერს მიხეილ ალანიას, რომელიც მინდორზე 52-ე წუთზე გამოჩნდა და 77-ე წუთზე საკუთარი გუნდის მიერ 22-მეტრიანიდან წამოწყებული იერიში ჩინებული ლელოთი დააგვირგვინა. აღნიშნული ლელო ამჟამად ტურის საუკეთესოს წოდების მოსაპოვებლად გამოკითხვაშიც მონაწილეობს.

როგორც იცით, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილს შემოდგომის ერთა თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე გაფართოებული შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა ჩვენი ინფორმაციით მიხეილ ალანია ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და ნოემბერ-დეკემბერში დაგეგმილი ტურნირისთვის ის "ბორჯღალოსნებთან" ერთად მოემზადება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)