დებიუტი ლელო და სიმბოლური მიხეილ ალანიას შესანიშნავი დასაწყისი VIDEO

დებიუტი ლელო და სიმბოლური  მიხეილ ალანიას შესანიშნავი დასაწყისი VIDEO

ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა "მიდი ოლიმპიკმა" პრო დ2-ის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო გუნდში მოხვდა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების და "ორიაკის" 19 წლის ცხრა ნომერი მიხეილ ალანია, რომელმაც პრო დ2-ში დებიუტი ლელოთი აღნიშნა და მთლიანობაშიც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა.

ალანია მინდორზე 52-ე წუთზე გამოჩნდა და 77-ე წუთზე საკუთარი გუნდის მიერ 22-მეტრიანიდან წამოწყებული იერიში ჩინებული ლელოთი დააგვირგვინა. ალანია თანაგუნდელებს მიჰყვა, რომელსაც ბურთი ფულბექმა თომას ვინსენმა ამოუგდო, შემდეგ კი ახალგაზრდა ქართველმა 40 მეტრი გაირბინა და საკუთარი გუნდის რიგებიდან ერთადერთი ლელო დადო.

"ორიაკმა" გასვლაზე "მონტობანი" 20:11 დაამარცხა და ოთხი ტურის შემდეგ 9 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)