აიამ საქართველოს ნაკრების ორი მორაგბე დაიმატა ქუთაისელთა სატრანსფერო ამბები

აიამ საქართველოს ნაკრების ორი მორაგბე დაიმატა  ქუთაისელთა სატრანსფერო ამბები

© ლევან ვერძეული

დიდი 10-ის 2020/2021 წლების სეზონის დაწყებამდე, გუნდების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე საუბარს განვაგრძობთ.

ამჯერად, ქუთაისის "აიას" მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ვისაუბრებთ. საქართველოს 3-გზის ჩემპიონი 2019/2020 წლების ჩაშლილ სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოდა და თუ ტრანსფერების მიხედვით ვიმსჯელებთ, წელსაც ასე უნდა იყოს.

ქუთაისელებმა საქართველოს ნაკრების ორი მორაგბე გაიფორმეს: მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი (25 კეპი), რომელიც გასულ სეზონში "ლონდონ სქოთიშში" თამაშობდა და შუამარბი/ფრთა ზურაბ ძნელაძე (11 კეპი), რომელიც მშობლიურ კლუბში თბილისის "ლოკომოტივიდან" დაბრუნდა. გარდა ამისა, "აიამ" საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების სამი ყოფილი მორაგბე დაიმატა: "ლელო სარასენსის" მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი, რომელიც გასულ სეზონში შუამარბის პოზიციაზეც ხშირად თამაშობდა, არსენ მაჩალაძე, რომელიც "აიას" რუსეთის ჩემპიონატიდან, ტაგანროგის "ბულავადან" დაუბრუნდა და ბურჯი ლუკა ახვლედიანი, რომელმაც წინა სეზონი "არმაზში" გაატარა და ისიც "აიას" აღზრდილია.

"აიას" ტრანსფერები:

მოვიდნენ: ლუკა ახვლედიანი (ბურჯი, "არმაზი"), ნოდარ ჭეიშვილი (მეორე ხაზი, "ლონდონ სქოთიში"), სანდრო მამამთავრიშვილი (მესამე ხაზი, "ლელო სარასენსი"), არსენ მაჩალაძე (მესამე ხაზი, "ბულავა"), ზურაბ ძნელაძე (შუამარბი/ფრთა, "ლოკომოტივი");

წავიდნენ: გურამ შენგელია (მესამე ხაზი), ბექა შვანგირაძე (მესამე ხაზი), დავით გობეჯიშვილი (მგეზავი), რევა წიკლაური (ბურჯი), გელა შალამბერიძე (მეორე ხაზი), დავით კვირიკაშვილი (შუამარბი), ნიკა ძნელაძე (ფრთა/ფულბექი), ალეკო ვაშაკიძე (ბურჯი), გიორგი ღლონტი (კვაჭი), რეზი ღვინიანიძე (მეორე ხაზი), გიორგი პატარიძე (ფრთა).

"აია" დიდი 10-ის 2020/2021 წლების სეზონში "ბ" ჯგუფში "ბათუმთან", "ყოჩებთან", "ჯიქთან", "არესთან" და "არმაზთან" ერთად ითამაშებს. ისინი პირველ მატჩს 7 ოქტომბერს, გასვლაზე "არმაზის" წინააღმდეგ გამართავენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"