სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

"ენისეიმ" კიდევ ორი სამხრეთაფრიკელი მორაგბე დაიმატა: 23 წლის ბურჯი ნიკოლას იაკობუს ესტჰუიზენი და 28 წლის მესამეხაზელი ფრიედლი ოლივიერი.
ორივე მორაგბე კრასნოიარსკში დღეს ჩაფრინდა. მათ კორონავირუსზე ტესტი და სხვა სამედიცინო გამოკველები ჩაუტარდებათ, შემდეგ კი გუნდს შეუერთდებიან და დიდი ალბათობით, რუსეთის თასის ნახევარფინალში ითამაშებენ, რომელშიც "ენისეი" 25 სექტემბერს "ვვა-პადმასკოვიეს" დაუპირისპირდება. გარდა ამისა, კრასნოიარსკელებს 3 და 10 ოქტომბერს რუსეთის ჩემპიონატის პლეი-ოფის მეოთხედფინალური მატჩები ელით "სტრელასთან", შემდეგ კი ხანგრძლივი შესვენება დაიწყება აპრილამდე.
ესტჰუიზენი სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრია და მას 2016 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე 3 მატჩი აქვს ჩატარებული. საკლუბო დონეზე კი კარიერის დიდი ნაწილი "გრიქუასში" აქვს გატარებული, რომლის რიგებშიც ქარის თასზე 15, ხოლო სუპერსპორტ რაგბი ჩელენჯზე 25 შეხვედრა აქვს გამართული. გარდა ამისა, "საუზერნ კინგსის" რიგებში 2018/2019 წლების სეზონში პრო 14-ში 5-ჯერ ითამაშა.
რაც შეეხება ოლივიერს, ის მთელი კარიერა "ვალკე ფალკონსში" თამაშობდა, რომელიც ქარის თასის პირველ დივიზიონში გამოდის. მას ხსენებულ ტურნირზე 43 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სუპერსპორტ რაგბი ჩელენჯზე 21-ჯერ უთამაშია, ხოლო ვოდაკომის თასზე ძალები 15-ჯერ მოსინჯა.
შეგახსენებთ, რომ "ენისეიმ" 2 კვირის წინ კიდევ ორი სამხრეთაფრიკელი გაიფორმა: 22 წლის ფულბექი ერლ დოუვრი და 26 წლის მეორე/მესამეხაზელი კარელ დუ პრი.
როგორც იცით, კრასნოიარსკელთა ღირსებას წლევანდელ სეზონში ორი ქართველი იცავს: მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და ფრთა დავით მესხი.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.