სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 12-ის 2020/2021 წლების სეზონის დაწყებამდე, გუნდების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე საუბარს განვაგრძობთ.
ამჯერად, "ბათუმში" განხორციელებულ ცვლილებებზე ვისაუბრებთ. უნდა ითქვას, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგებში ბევრი ცვლილება არ შეინიშნება და აჭარლებმა აქცენტი არსებული შემადგენლობის შენარჩუნებაზე გააკეთეს. ზღვისპირელების ერთადერთი ახალი სახე დაჩი კოპაძეა. საქართველოს XV-ის მეორე/მესამეხაზელი ახალ გუნდს გორის "ჯიქიდან" შეუერთდა.
"ბათუმმა" დაიბრუნა ორი საკუთარი აღზრდილი, რომლებიც გასულ სეზონში განათხოვრებული ჰყავდა: 20 წლის შუამარბი ბაჩი გრიგოლია, რომელიც "არმიაში" თამაშობდა და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კვაჭი გიორგი მენაბდე, რომელიც "არმაზში" ასპარეზობდა.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა შევსება მიიღო საკუთარი სკოლიდანაც და ძირითად გუნდში დააწინაურა 18 წლის უკანახაზელი ლუკა ვახტანგაძე.
როგორც კლუბის მენეჯერმა გიგა ხოჭოლავამ გვითხრა, "ბათუმი" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში არავის არ დაუტოვებია.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.