სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 12-ის 2020/2021 წლების სეზონის დაწყებამდე, გუნდების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე საუბარს განვაგრძობთ.
ამჯერად, რუსთავის "ხარებში" განხორციელებულ ცვლილებებზე ვისაუბრებთ. რუსთაველებმა განსაკუთრებული ყურადღება შერკინების გაძლიერებას დაუთმეს და სამი მორკინალი დაიმატეს: 1) გორის "ჯიქის" 23 წლის მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე, რომელიც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრია და 2016 წლის 20-წლამდელთა პირველობაზე 4 მატჩი აქვს ნათამაშები; 2) 23 წლის ბურჯი ნიკა ჩუმაშვილი, რომელიც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში რუმინეთში ასპარეზობდა. ის ჯერ "ტომოტანიის" ღირსებას იცავდა, შემდეგ კი "გლორია ბუზაუს" შეუერთდა. 3) თბილისის "არმიის" 23 წლის კვაჭი დემეტრე ცაბაძე, რომელიც ლეგენდარული ლევან ცაბაძის ვაჟია.
გარდა ამისა, რუსთაველებმა სხვადასხვა პოზიციებზე შევსება მიიღეს საკუთარი ახალგაზრდული გუნდიდან, რომელიც ჭაბუკთა ლიგაში ასპარეზობს.
რაც შეეხება წამსვლელებს, "ხარები" დატოვეს: ირაკლი პურიჭამიაშვილმა და რატი სამყურაშვილმა, რომლებიც კარიერას გორის "ჯიქში" განაგრძობენ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.