აკადემიის სატრანსფერო ამბები

აკადემიის სატრანსფერო ამბები

თბილისის "აკადემია" 2020/2021 წლების სეზონის დიდი 12-ისთვის ემზადება.

როგორც იცით, სატრანსფერო ფანჯარა 24 აგვისტოს გაიხსნა და კლუბებს ცვლილებების განხორციელება 8 სექტემბრამდე შეეძლებათ.

"აკადემიის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ობოლაძემ Myrugby.Ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მათ ახალი სეზონისთვის ჯერჯერობით სამი მორაგბე გაიფორმეს და საკუთარი სკოლის რამდენიმე ნიჭიერი მოთამაშე დააწინაურეს. გარდა ამისა, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ისინი კიდევ მუშაობენ ტრანსფერებზე და სავარაუდოდ, ახალი სახეები კიდევ ეყოლებათ.

თბილისურმა კლუბმა ორი აღზრდილი დაიბრუნა: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფრთა საბა სვიმონიშვილი, რომელიც გასულ სეზონში ინგლისურ "ბარტონში" თამაშობდა და მარჯვენა ბურჯი ნოდარ მექერიშვილი, რომელმაც ერთი სეზონი ქუთაისის "აიაში" გაატარა. მესამეხაზელი გუჯუ ალავიძე კი კიკეთის "იუნკერებიდან" დაიმატა.

რაც შეეხება წამსვლელებს: დუტა ომანაშვილი ("თელავი", იჯარა), დავით ივანოვი ("არმია", იჯარა), ლაშა ტიტვინიძე ("ჯიქი").

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)