მინდა რომ ენისეის წინააღმდეგ ვითამაშო გიორგი ფრუიძე კრასნი იარს დაუბრუნდა

მინდა რომ ენისეის წინააღმდეგ ვითამაშო  გიორგი ფრუიძე კრასნი იარს დაუბრუნდა

პანდემიის გამო, რუსეთის ჩემპიონატის სტარტი რამდენიმე ქართველ მორაგბეს გაუცდა, რადგან ჩაკეტილი საზღვრების და ფრენების შეზღუდვების გამო, დანიშნულების ადგილზე ჩასვლა დროულად ვერ მოახერხეს. ერთ-ერთი ასეთი მორაგბე "ბორჯღალოსანი" გიორგი ფრუიძეა.

ის "კრასნი იარს" კვირას დაუბრუნდა და კლუბთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. კრასნოიარსკული კლუბის ბოლო ორი სეზონის საუკეთესო მორაგბემ ბოლოსდაბოლოს მიიღო სამუშაო ვიზა, ყველა საჭირო დოკუმენტი და თბილისიდან გაფრინდა. როდესაც "კრასნი იარის" მთავარმა მწვრთნელმა სიუა ტაუმალოლომ ქართველი "ელვის" დაბრუნება შეიტყო, სიტყვასიტყვით რომ ვთქვათ, შვებით ამოისუნთქა. მას ტრავმების გამო, შუამარბის პოზიციაზე ბოგდან ფედოტკოს გამოყენებაც კი მოუწია.

"კრასნი იარის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გიორგისთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

- მოგესალმებით, გიორგი! მოგენატრეთ?

- დიახ. აქ შესანიშნავი კოლექტივია. ეს ჩემი პირველი წელი არ არის, ბიჭებთან დავმეგობრდი და მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი. მინდა ვითამაშო.

- როგორ მოხდა, რომ თბილისში ჩარჩი?

- თბილისში ჩავფრინდი, დავქორწინდი და შემდეგ უკან ვეღარ დავბრუნდი. საზღვრები დაიხურა პანდემიის გამო, კრასნოიარსკში ფრენის საშუალება არ მქონდა. კარგია, რომ ახლა მაინც მოვახერხე გუნდთან შეერთება.

- ვარჯიშობდი თბილისში?

- ძირითადად დავრბოდი, რადგან სპორტული დარბაზები და სტადიონები დახურული იყო. როგორც შემეძლო, ფორმას ისე ვინარჩუნებდი. ახლა ვცდილობ, რომ დაკარგული დრო ავინაზღაურო.

- თამაშისთვის მზად ხარ?

- "კრასნი იარის" ყველა თამაშს ვუყურებდი, ვღელავდი. მსურს გუნდს 7 აგვისტოს დავეხმარო.

- ჯერჯერობით, გუნდის შედეგი და თამაში მთლად კარგი არ არის (6 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-3 ადგილზეა - ავტ.)...

- ბევრი ტრავმირებული გვყავდა. ამან დიდად იმოქმედა ჩვენი გუნდის თამაშზე. მაგრამ, ახლა ვხედავ, რომ კარგი შემადგენლობაა. წამყვანი მორაგბეები ბრუნდებიან და გუნდმა შედეგები უნდა გააუმჯობესოს.

- უნდა ვიმედოვნოთ, რომ "კრასნი იარს" "ენისეისთან" მოგება შეუძლია?

- რა თქმა უნდა, მე ხომ ჩამოვედი (იღიმის).

შეგახსენებთ, რომ გიორგი ფრუიძეს საქართველოს ნაკრების რიგებში 15-ჯერ უთამაშია და 3 ლელო აქვს გატანილი. მან 2015 წლის მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)