აგუსტინ პიშო ალბათ ბომონტს უფრო მეტად სურდა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტობა ვიდრე მე

აგუსტინ პიშო ალბათ ბომონტს უფრო მეტად სურდა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტობა ვიდრე მე

"მსოფლიო რაგბის" არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ, ორგანიზაციის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აგუსტინ პიშომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

როგორც იცით, რაგბის მმართველის პოსტისთვის ერთმანეთს კონკურენციას პიშო და ბილ ბომონტი უწევდნენ. საბოლოო ჯამში, ბომონტს 28 ხმა ერგო, ხოლო არგენტინელს - 23. შესაბამისად, 68 წლის ინგლისელი ჩინოვნიკი "მსოფლიო რაგბის" კიდევ ოთხი წლით უხელმძღვანელებს.

პიშოს თქმით, ალბათ, მის კონკრენტს უფრო მეტად სურდა "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტობა, ვიდრე მას.

"ალბათ, ბილ ბომონტს უფრო მეტი ამბიციები, სურვილი ჰქონდა, რომ დაეკავებინა "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტის პოსტი, ვიდრე მე, რამაც შეიძლება გავლენა იქონია საბოლოო შედეგებზე. ალბათ, ისე არ მინდოდა პრეზიდენტობა, როგორც მაგალითად თავის დროზე, არგენტინის ნაკრების ცხრა ნომრიანი მაისურით თამაში", - განაცხადა 45 წლის პიშომ, რომელსაც 1995-2008 წლებში "პუმების" კვართით 71-ჯერ უთამაშია.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)