ნიკა ნეფარიძე როგორც ყველა ქართველს შერკინება მეც მომწონს

ნიკა ნეფარიძე როგორც ყველა ქართველს შერკინება მეც მომწონს

"გრენობლის" ოფიციალურმა ვებგვერდმა ივნისის ბოლოს, ახალწვეულ ნიკა ნეფარიძესთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც დღეს გამოაქვეყნა.

24 წლის მარცხენა ბურჯი, რომელსაც "კლერმონის" მოსამზადებელი ცენტრი აქვს გამოვლილი, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში "ვანში" თამაშობდა, აქედან უკანასკნელ სეზონში მისი სატრანსფერო უფლებები უკვე "გრენობლს" ეკუთვნოდა, თუმცა იჯარის წესით 2019/2020 წლების სეზონი "ვანში" გაატარა.

- თქვენ რამდენიმე დღის წინ ჩამოხვედით, მაგრამ როგორც ვიცით ჯერ ვარჯიშის შესაძლებლობა არ გქონიათ (ინტერვიუ ჩაწერილია ივნისის ბოლოს).

- ჯერ არა, რადგან "გრენობლში" ვარჯიშის უფლება 1 ივლისამდე არ მაქვს. დარჩა ორი დღე, შემდეგ კი გუნდთან ერთად ვარჯიშს დავიწყებ.

- იპოვეთ უკვე საცხოვრებელი?

- დიახ, კარგი ბინა ვიპოვე აქვე, 10 წუთის სავალში. კარგად მოვეწყე.

- შეგიძლიათ მოგვიყვეთ თქვენი თავგადასავლების შესახებ, რომლებიც აქამდე გამოიარეთ?

- საფრანგეთში 2015 წელს ჩამოვედი. თავდაპირველად, "კლერმონში" ჩავირიცხე, რომლის მოსამზადებელ ცენტრშიც სამი სეზონი გავატარე. ამის შემდეგ, 2018 წელს "ვანთან" კონტრაქტს მოვაწერე ხელი, სადაც ორი სეზონი გავატარე. ახლა კი, აქ ვარ.

- როგორც ვიცით, თქვენ იცნობთ "გრენობლის" კიდევ ერთ ახალწვეულს ჟულიენ რუოს (22 წლის მესამეხაზელი, რომელიც "კლერმონიდან" გადავიდა "გრენობლში" - ავტ).

- დიახ, "კლერმონის" რიგებში მე და ჟულიენ რუო ვიყავით საფრანგეთის ჩემპიონები ესპუარების ჩემპიონატში. ასევე, ჩვენთან ერთად იქ თამაშობდა მიკაელ სიმუტოგა (23 წლის ბურჯი), რომელიც ახლა "გრენობლშია".

- რა არის თქვენი ძლიერი მხარე რაგბიში?

- როგორც ყველა ქართველს, მეც მომწონს შერკინება.

- თქვენ "გრენობლში" ერთადერთი ქართველი არ იქნებით.

- დიახ, ჩვენ სამნი ვართ. ჩემთვის და ილია კაიკაციშვილისთვის ეს პირველი სეზონი იქნება. ნიკა ღვალაძე კი, "გრენობლში" უკვე ორი სეზონია ასპარეზობს.

გეტყვით, რომ ნიკა ნეფარიძემ ორი სეზონის განმავლობაში "ვანის" რიგებში პრო დ2-ში 28 შეხვედრა ჩაატარა

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)