სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ცოტა ხნის გაცნობეთ, რომ "ლესტერ ტაიგერსმა" არგენტინის ნაკრების და "ხაგუარესის" ცენტრ მატიას მორონისთან გააფორმა კონტრაქტი, ახლახანს კი კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით გუნდმა "ჰარიქეინსის" სამხრეთაფრიკელი გარემარბი კობუს ვან ვაიკი გაიფორმა.
ვან ვაიკი სამხრეთ აფრიკის 20 წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, როდესაც 2012 წელს აფრიკელებმა თავიანთ ქვეყანაში მსოფლიო თასის მოგება მოახერხეს. 2014 წელს ის "სტორმერსში" გადაბარგდა და სამწლიანი ასპარეზობის შემდეგ გუნდში 30 თამაშის ჩატარება მოასწრო, ვან ვაიკი 2017 წელს "შარქსს" შეუერთდა და ორი სეზონის მანძილზე დურბანულ კლუბშიც 30-ჯერ იასპარეზა.
28 წლის გარემარბი მიმდინარე სეზონს ახალზელანდიურ "ჰარიქეინსში" ატარებს, სუპერ რაგბი აოტეაროას დასრულების შემდეგ კი ინგლისში გადაბარგდება და ლესტერულ კლუბს შეუერთდება. აღნიშნულ ტრანსფერს გამოეხმაურა სპორტული დირექტორი ჯორდან მერფი, რომელიც მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სტივ ბორტვიკმა შეცვალა.
"კობუსი მაღალი დონის მორაგბეა და მოხარულნი ვართ მისი ჩვენს გუნდში გადმოსვლით. ის დიდი, ძლიერი და მშრომელი მოთამაშეა რომლის შესაძლებლობებიც ჩვენს კლუბს დიდად გამოადგება" - განაცხადა მერფიმ.
შეგახსენებთ, რომ სხვა ტრანსფერებთან ერთად ლესტერულმა კლუბმა მომავალი სეზონისთვის საქართველოს ნაკრების კვაჭი შალვა მამუკაშვილიც გაიფორმა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.