სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

2-3 ივლისს რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება, რომლებშიც კვლავ ბევრ ქართველ მორაგბეს ვიხილავთ.
უკვე ვიცით, რომ ხვალინდელ მატჩებში მინიმუმ 11 ქართველ მორაგბეს ვიხილავთ, ხოლო ზეგინდელი შეხვედრების შემადგენლობა და ასევე "ვევეა პადმასკოვიეს" განაცხადი ჯერ უცნობია.
"ენისეის" ძირითად შემადგენლობაში არიან ფრთა მიხეილ მესხი და მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც წლევანდელ სეზონში პირველ მატჩს ჩაატარებს. "ლოკომოტივის" სასტარტოში იქნებიან კვაჭი გიორგი ჭყოიძე, მარჯვენა ბურჯი ტარიელ დონაძე და შუამარბი ნიკოლოზ ცირეკიძე, ღერძი რევაზ ბროძელი კი შეცვლიდან შემოვა, ხოლო "ბულავას" სასტარტოში ხუთი ჩვენებურია: ბურჯები დავით ბარბაქაძე და ლევან შაშიაშვილი, მეორეხაზელი ამირან ჩიტეიშვილი, მესამეხაზელი ბადრი დანგაძე და მგეზავი გოდერძი ჭინჭარაული.
"ენისეის" რიგებში კვლავ არ ჩანან დავით კაჭარავა და ნიკოლოზ ხატიაშვილი, რომლებიც ჯერჯერობით საქართველოში იმყოფებიან. პირველ ტურში "ლოკომოტივის" შემადგენლობაში რვა ნომრის პოზიციაზე ილია სპანდერაშვილი ვიხილეთ, თუმცა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა კაპიტნმა გასული ტური გამოტოვა და ტრავმის გამო, ამჯერადაც არ იქნება განაცხადში. საწყისი ორი ტურისგან განსხვავებით, "ბულავას" რიგებში ვერ ვხედავთ არსენ მაჩალაძეს, რომელიც რვა ნომერზე ვლადიმირ სამადუროვმა შეცვალა.
2 ივლისი
15:00 სლავა - ლოკომოტივი
16:30 ენისეი - სტრელა
21:00 ბულავა - ვევეა პადმასკოვიე
3 ივლისი
14:00 მეტალურგი - ცსკა
18:00 ბაგატირი - კრასნი იარი
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.