19 წლის ბელგიელ მორაგბეს უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა

19 წლის ბელგიელ მორაგბეს უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა

19 წლის ბელგიელ ბურჯ ნიკოლას ჟიგოს ხუთშაბათს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.

ახალგაზრდა მორაგბეს ძალიან მძიმე დაავადება ჰქონდა - ჰალმინანტური ჰეპატიტი, რამაც ჰიპერთერმია გამოიწვია. მას ხუთშაბათს ღვიძლი გადაუნერგეს და ოპერაციას მთელი დღე დასჭირდა.

პარასკევს დილით ჟიგოს ოჯახმა დამაიდებელი სიახლე გაავრცელა სოციალურ ქსელში, რომლის მიხედვითაც ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. როგორც ბელგიური პრესა წერს, ახალგაზრდა მორაგბე თამაშობს თავის სიცოცხლის თამაშს და ბრძოლა კვლავ გრძელდება.

ნიკოლას ჟიგო გასულ წელს საფრანგეთში გადავიდა და "ბრესანის" ესპუარებს შეუერთდა. ის ბელგიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრია და 18-წლამდელებშიც უთამაშია. ბელგიური რაგბისთვის ამ დროისთვის მთავარი პრიორიტეტი სწორედ მისი გამოჯანმრთელებაა და მის შესახებ ახალ ამბებს უამრავი ადამიანი ელოდება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)