ახალი ზელანდია 300 მილიონი დოლარის შოვნას გეგმავს

ახალი ზელანდია 300 მილიონი დოლარის შოვნას გეგმავს

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი გეგმავს, რომ ახალი უცხოური კომპანია მოიზიდოს, რომლის სახელიც მაისურზე იქნება გამოსახული. ისინი სახის ამ თანამშრომლობას 300 მილიონ დოლარად გეგმავენ.

New Zealand Herald წერს, რომ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი გარიგებაში მხოლოდ "ოლ ბლექსს" არ გულისხმობს და სპონსორის დასახელება დატანილი იქნება ქალთა ნაკრების, 7-ქალა და 7-კაცა ნაკრებების, მაორი ოლ ბლექსის და 20-წლამდელთა ნაკრების მაისურზე.

როგორც იწერება, დაინტერესებულ კომპანიას ამ უფლებების მოპოვება 300 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდება და მსხვილი ამერიკული ან იაპონური სარეკლამო სააგენტო, შეიძლება იყოს ყველაზე მეტად მომგებიანი.

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირისთვის ამ ტიპის ახალი სპონსორი ფინანსურად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან AIG, რომელიც "ოლ ბლექსის" კვართზე 2016-2020 წლებში იყო გამოსახული და ამ პერიოდში 120 მილიონი დოლარი გაიღო, მათი პარტნიორი აღარ იქნება.

ცნობილია ისიც, რომ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა 2019 წელს 7.4 მილიონი დოლარი იზარალა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)