რუმინეთს მსოფლიოს 20წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა სურს

რუმინეთს მსოფლიოს 20წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა სურს

რუმინეთის რაგბის კავშირმა "მსოფლიო რაგბიში" ოფიციალურად წარადგინა განაცხადი, რომლის მიხედვითაც 2022 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოსაპოვებლად იბრძოლებს.

"მუხების" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მათ რამდენიმე დღის წინ რუმინეთის მთავრობისგან და სპორტის სამინისტროსგან გარანტიის წერილი მიიღეს, რომლითაც ისინი მხარს უჭერენ რუმინეთის კანდიდატურას და კავშირს აძლევენ გარანტიას, რომ მათგან ყველანაირი ძალისხმევა იქნება გაღებული ტურნირის უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ლუდოვიკ ორბანს და სპორტის მინისტრ იუნუტ სტროეს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ გამოგვიცხადეს. მათ გარანტია მოგვცეს, რომ შევძლებთ ისეთი ტურნირის ორგანიზებას, როგორიც მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატია.

ჩვენთვის უდიდესი პატივი და გამოწვევაა ასეთი ტურნირის მასპინძლობა, რომელშიც ახალგაზრდულ დონეზე მსოფლიოს საუკეთესო გუნდები ასპარეზობენ და ეს არის "მსოფლიო რაგბის" მიერ ორგანიზებული ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი, კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ. ამ ტურნირის ჩატარება ძალიან დიდ სარგებელს მოგვიტანს. მოხდება სპორტის და კონკრეტულად რაგბისადმი ინტერესის ზრდა ფართო საზოგადოებისგან. ასევე ეს ძალიან კარგი იქნება ეროვნული ნაკრებისთვის და რუმინეთი მოიპოვებს ტურნირების კარგი ორგანიზატორის სახელს.

სპორტული, ლოჯისტიკური ინვესტიციები, რომელიც სპორტული ინფრასტუქტურის გაუმჯობესებას ემსახურება, ადგილობრივი საზოგადოებისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში სასარგებლო იქნება. ახალგაზრდებსა და ბავშვებში რაგბისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, რაგბის და ზოგადად სპორტის მოყვარულთვის, ამ ტურნირის ჩატარება იქნება იდეალური შესაძლებლობა, რომ ნახონ ასეთი დონის ახალგაზრდული ნაკრებების და მომავალი ვარსკვლავების თამაში.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ინფრასტურქტურა, რომელიც რუმინეთმა 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის ააშენა. ასევე ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაგვეხმარება ზოგიერთი ბაზის მოდერნიზებაში. ასეთი ინვესტიციები ძალიან შეუწყობს ხელს რუმინული რაგბის ზრდა-განვითარებას", - განაცხადა რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ალინ პეტრაჩემ.

გეტყვით, რომ რუმინეთმა ორი წლის წინ ბუქარესტში მსოფლიოს 20-წლამდელთა ალაფას უმაპინძლა, რომელშიც ასპარეზობდნენ: რუმინეთი, ფიჯი, სამოა, ნამიბია, ურუგვაი, პორტუგალია, ჰონგ კონგი და კანადა. ტურნირის ორგანიზებაში რუმინეთმა უმაღლესი ქულა დაიმსახურა, ხოლო გათამაშება ფიჯის ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ფინალში სამოა 58:8 გაანადგურა.

როგორც იცით, 2020 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელიც იტალიაში 28 ივნისს უნდა დაწყებულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო აღარ ჩატარდება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)