გიორგი გოგოლაძემ ორიაკთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა

გიორგი გოგოლაძემ ორიაკთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა

22 წლის უკანახაზელმა გიორგი გოგოლაძემ "ორიაკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილ მორაგბეს აქამდე "ორიაკთან" ესპუარის კონტრაქტი აკაშირებდა, ხოლო განახლებული პროფესიული ხელშეკრულება სამწლიანია და ის პრო დ2-ის წარმომადგენლის ღირსებას 2023 წლამდე დაიცავს.

გოგოლაძეს "ორიაკის" ძირითად გუნდში დებიუტი მიმდინარე სეზონში ჰქონდა და პრო დ2-ში ორი შეხვედრა (160 წუთი) ჩაატარა. მან 2017 წელს საქართველოში გამართულ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სამი შეხვედრა ჩაატარა და ერთი ლელო დადო. უთამაშია 7-კაცას ნაკრებშიც.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)