მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება

მსოფლიო ჩემპიონს ფინანსური კრიზისი ემუქრება

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირს კორონავირუსის პანდემიის გამო ფინანსური კრიზისი ემუქრება.

ყველა სარაგბო ტურნირი შეჩერებულია. სამხრეთ აფრიკის მოსახლეობა 21-დღიან პერიოდში იზოლაციაში უნდა იყოს, რომელსაც ვადა 16 აპრილს გასდის, თუმცა დიდი შანსია, რომ შეზღუდვები გახანგრძლივდეს, რადგან ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს. ამ მომენტისთვის, სამხრეთ აფრიკაში Covid 19 1655 ადამიანს (აფრიკის კონტინენტზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია) დაუდგინდა, აქედან 95 გამოჯანმრთელდა და 11 გარდაიცვალა. გუშინ, ვირუსის 70 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იმ შემთხვევაში, თუ სარაგბო ტურნირები მაისის ბოლოსთვის არ განახლდება, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი მილიონ ევროზე მეტს იზარალებს. სამხრეთ აფრიკული პრესა წერს, რომ ფინანსური დანაკარგი დაახლოებით 27-33 მილიონი სამხრეთ აფრიკული რანდი იქნება, რაც დაახლოებით 1 408 314 - 1 602 563 ევროს უდრის.

გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკული რაგბის მმართველმა ორგანომ ჩამოაყალიბა გეგმა, რომელიც მას თავიდან ააცილებს 190 მილიონი რანდის (9.2 მილიონი ევრო) შესაძლო დანაკარგს 2020 წლისთვის. აქ იგულისხმება შემცირებული ხელფასებიც, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მოთამაშეებისთვის.

მიმდინარე წელს აღარ გაიმართება ახალგაზრდული კვირები, მათ შორის 18-წლამდელთა ნაკრების Craven Week. ასევე არის საუბარი, რომ შესაძლოა, გაუქმდეს სუპერსპორტ რაგბი ჩელენჯის გათამაშება. ჩატარდება ქარის თასი, რომლის პირველ დივიზიონში ქართული ფრენჩაიზის დამატებაა დაანონსებული, თუმცა როგორი ფორმატით, ჯერ უცნობია.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)