სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ფრანგული გამოცემა lexvdedepart.com წერს, რომ 2020 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის გაუქმდება გადაწყვეტილი ამბავია.
ზემოხსენებული ტურნირი იტალიაში 28 ივნისს უნდა დაწყებული და 18 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო, ეს აღარ მოხდება და როგორც იწერება, "მსოფლიო რაგბი" ამ ცნობას სულ მალე ოფიციალურად დაადასტურებს.
იტალია ამ მომენტისთვის კორონავირუსის მთავარი კერაა: დაავადდა 35713 ადამიანი, რომელთაგან გარდაიცვალა 2978 და გამოჯანმრთელდა 4025. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, იტალიაში ინფექციის 4207 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 475 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.
lexvdedepart.com იუწყება, რომ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩაშლის შესახებ, საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა დაადასტურა. მისივე თქმით, საეჭვოა, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების არგენტინული ტურნეს ჩატარება, რომელიც "ლე ბლეს" 4 და 11 ივლისს აქვს ჩანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ ტოპ 14-ის წლევანდელი სეზონი განახლდება, ბუნებრივია, რომ მისი დასრულება გაიწელება ივლისამდე ვერ მოხერხდება, რაც ამ ტურნეს დიდ პრობლემას შეუქმნის.
"ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერია გადაწყვეტილი და "მსოფლიო რაგბისთან" ამ საკითხს განვიხილავთ, თუმცა არ ვიცი, როგორ შევძლებთ წასვლას არგენტინაში ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ", - განაცხადა ლაპორტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიის, უელსის და ახალი ზელანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.