ლესტერ ტაიგერსმა სამხრეთ აფრიკელი მესამე ხაზელი გაიფორმა

ლესტერ ტაიგერსმა სამხრეთ აფრიკელი მესამე ხაზელი გაიფორმა

სამხრეთ აფრიკელი მესამე ხაზელი კაილ ბრინკი მომავალ სეზონში "ლესტერ ტაიგერსის" ღირსებას დაიცავს.

ბრინკი ამჟამად "ლაიონზის" ღირსებას იცავს და აღნიშნულ კლუბში 2016 წლიდან თამაშობს. სუპერ რაგბიში ჩატარებულ 44 მატჩში მან 5 ლელოს დადება მოახერხა. რაც შეეხება სამხრეთ აფრიკის ნაკრებს. 26 წლის მორაგბე 2018 წელს სამხრეთ აფრიკის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყო, თუმცა "სპრინგბოკსის" რიგებში ჯერ ჯერობით არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ ბრინკმა 2014 წელს 20 წლამდელთა მსოფლიო თასზე იასპარეზა და სამხრეთ აფრიკასთან ერთად მეორე ადგილი დაიკავა.

"ტაიგერსი ის კლუბია, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა. ვიცოდი, რომ თუ ევროპაში წავიდოდი "ლესტერი" ის კლუბი იქნებოდა, რომელში თამაშიც მენდომებოდა. მონდომებული ვარ, რომ "ლესტერ ტაიგერსში" თავი კარგად წარმოვაჩინო. მიყვარს დომინანტი შეჯახებები, არ მომწონს უკან დახევა და არასდროს მსურს ვინმემ მაჯობოს" - განაცხადა ბრინკმა.

შეგახსენებთ, რომ კაილ ბრინკს ბოლო ორი სეზონია ტრავმები აწუხებს და ამის გამო მოედანზე იშვიათად ჩანს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მომავალი სეზონიდან "ლესტერ ტაიგერსის" ღირსებას საქართველოს ნაკრების კვაჭი შალვა მამუკაშვილი დაიცავს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)