სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

6 ერის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მეხუთე ტურის ცენტრალური შეხვედრა გადადებულია.
ტურნირის ხელმძღვანელობამ კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღო საფრანგეთის ხელმძღვანელობისგან და ამის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ "სტად დე ფრანსზე" 14 მარტს საფრანგეთი - ირლანდიის დაპირისპირება გადაედო. ჯერჯერობით არაა დადგენილი, გადაიდება თუ არა ამ ქვეყნებს შორის გასამართი ქალთა და 20-წლამდელთა ნაკრებების თამაშები.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ იტალიის და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირება უმაყურებლოდ ჩატარდებოდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა, ეს მატჩიც გადაიდოს და მხოლოდ უელსი - შოტლანდიის შეხვედრა ჩატარდეს, რომლის გადადებაც ამ მომენტისთვის არ განიხილება. ჩატარდება 20-წლამდელთა მატჩიც, თუმცა გადაიდება ქალთა დაპირისპირება, რადგან შოტლანდიის ნაკრების მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინდა და კიდევ რამდენიმე წევრი იზოლაციაში იმყოფება.
6 ერი და მასში შემავალი რაგბის კავშირები მჭიდროდ ითანამშრომლებენ იმ თარიღების დასადგენად, რომლებშიც გადადებული მატჩები გაიმართება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.