მხოლოდ პირველ ადგილზე ვფიქრობთ ირაკლი სვანიძე კრასნი იარში ითამაშებს

მხოლოდ პირველ ადგილზე ვფიქრობთ  ირაკლი სვანიძე კრასნი იარში ითამაშებს

საქართველო XV-ის და გორის "ჯიქის" ფულბექი ირაკლი სვანიძე კარიერას "კრასნი იარში" განაგრძობს.

რუსულმა კლუბმა ქართველი ლეგიონერი წარადგინა და ოფიციალურ ვებგვერდზე მცირე ინტერვიუც გამოაქვეყნა. 23 წლის მორაგბე როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფულბექია, თუმცა მგეზავის, შუამარბის და ფრთის პოზიციებზეც შეუძლია თამაში. ის საქართველოს 14, 16, 18 და 20 წლამდელთა ნაკრებებში ასპარეზობდა, ხოლო ეროვნული გუნდის კვართით 3-ჯერ უთამაშია - ირლანდიის "ა" ნაკრების, რუსეთის და რუმინეთის წინააღმდეგ.

- რატომ გადაწყვიტეთ "კრასნი იარში" თამაში?

- ჩემთვის დიდი პატივია "კრასნი იარში" თამაში. რუსეთის ჩემპიონატში თამაში ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რაღაც განსხვავებულის მოსინჯვის სურვილი.

- შეადარეთ რუსეთის და საქართველოს ჩემპიონატის დონე.

- რუსეთში უფრო მეტი პროფესიონალიზმია, თამაშის უფრო მაღალი ტემპი და უფრო მეტი მოთხოვნები.

- რა იცით "კრასნი იარის" შესახებ?

- ბევრი რამ. "კრასნი იარში" გადმოსვლამდე ყურადღებით გავეცანი ინფორმაციას ახალი კლუბის შესახებ. ვუყურე მატჩების ჩანაწერს. გუნდი თამაშობს თანამედროვე რაგბს და არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რუსეთის ჩემპიონატში.

- როგორ მოგწონთ ვარჯიში სიუა ტაუმალოლოს ხელმძღვანელობით?

- პროფესიონალების სამწვრთნელო სტაფი გვყავს. მათ იციან თუ საითკენ მიდის გუნდი, რა არის გუნდის მიზანი და ამოცანა. მწვრთნელი მხოლოდ გამარჯვებებისთვის გვამზადებს.

- გუნდი რამდენიმე ლიდერმა დატოვა. რას იზამს ახალ სეზონში "კრასნი იარი" და რომელი ადგილისთვის იბრძოლებს?

- ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს. დიდი კონკურენციაა, რაც გვეხმარება მუშაობაში. ყველანი, მწვრთნელები და ჩემი ახალი გუნდელები მხოლოდ პირველ ადგილზე საუბრობენ. ვეთანხმებით მათ, ჩვენი დამარცხება ძალიან რთული იქნება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)